ამერიკული ფეხბურთის ლიგის ფინალში "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა" 28:24 დაამარცხა "სიეტლ სიჰოქსი" და მეოთხედ გახდა ჩემპიონი. მანამდე მას სუპერბოული მოგებული აქვს 2001, 2003 და 2004 წლებში.
ფინალური მატჩის MVP კარიერაში მესამედ გახდა "პეტრიოტსის" კვოტერბეკი ტომ ბრედლი, რომელსაც 50 ცდიდან 37 ზუსტი პასი ჰქონდა, მათ შორის იყო ოთხი თაჩდაუნ-პასი. ბრედლი ადრე სუპერბოულის საუკეთესო მოთამაშედ 2001 და 2003 წლებში დასახელდა.
სუპერბოული, რომელიც წელს 49-ედ გათამაშდა, ერთ-ერთი
ფინალს 70 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"