საქართველო VS ჰოლანდია - ბრძოლას IX-XVI ადგილებისთვის ვაგრძელებთ

AutoSharing Option
სერბეთის დედაქალაქში გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი 16 ნაკრების მონაწილეობით. ჯგუფური ტურნირის შემდეგ გუნდებმა პლეი ოფის პირველი წრის შეხვედრებიც გამართეს, რის შემდეგაც გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც I-VIII და IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებენ.

მეორე ეშელონში მყოფი საქართველოს ნაკრები დღეს, 19 იანვარს, ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 14.00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. ოლიმპიურ თამაშებში ისინი 2008 წელს ჩაებნენ და დებიუტი მე-4 ადგილით აღნიშნეს. 1948 და 1976 წლების ოლიმპიადებზე
ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს, სიდნეიში 2000 წელს XI ადგილს დასჯერდნენ. მას შემდეგ ოლიმპიადებზე აღარ გამოსულან. მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო მაჩვენებელი მე-4 ადგილი აქვთ 1982 წელს, 1974 წელს კი ევროპის ჩემპიონატზეც მე-4 ადგილი ერგოთ.

ქართველი და ნიდერლანდელი წყალბურთელები შარშან რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. 25-27 სექტემბერს ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში ერთ ჯგუფში მოხვდა. ტურნირს ისრაელმა უმასპინძლა. მეტოქეები პირველსავე ტურში დაზავდნენ - 5:5. ქართველებმა მაშინ ისრაელი (17:6) და ლიტვა (18:6) დაამარცხეს, ჰოლანდიელებმაც მოუგეს ორივეს, შესაბამისად, 14:2 და 25:3, რითაც ჩვენებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

დღევანდელი მეტოქეები დეკემბრის მიწურულს სტამბოლის თასზეც ერთად შეიყარნენ. ქართველებმა და ჰოლანდიელებმა მასპინძლებსა (14:10; 12:7) და რუმინელებს (12:9; 12:6) აჯობეს, ბოლო ტურში კი ნიდერლანდელებმა იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდებიც დაჯაბნეს - 14:9.

ბელგრადში გამგზავრებამდე ჩვენები ტიტების ქვეყანას ეწვივნენ და მასპინძლებთან ერთი ამხანაგური მატჩი მოიგეს (12:11), მეორე კი დათმეს (9:13).

ბელგრადში ჰოლანდიელებმაც ოთხი ორთაბრძოლა გამართეს: სლოვაკეთს 6:5 სძლიეს, ჩერნოგორიასთან (6:13), ესპანეთსა (4:15) და ხორვატიასთან (9:15) დამარცხდნენ და ახლა ქართველების მსგავსად IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993
ბექა ქავთარაძე 09.07.1990
დამირ ცრეპულია 16.01.1984
მარკო ელეზი 09.09.1980
ანდრია ბითაძე 17.05.1997
მარკო ელაჩა 15.12.1982
გიორგი ხვედელიანი 13.04.1988
მიხეილ ბაღათურია 09.05.1987
ზურაბ რურუა 08.06.1987
კოტე გეგელაშვილი 07.051983
ხვიჩა ჯახაია 16.09.1996
რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997
ივან სტრუიჩი 13.10.1981

ჰოლანდიის ნაკრები:
ელკო ვაგენაარი 22.11.1991
იორან ფრაუენფელდერი 21.05.1992
იორნ ვინკელჰორსტი 26.11.1991
რუდ ვან დერ ჰორსტი 03.06.1991
ლუკ გიელენი 26.11.1990
რობინ ლინდჰოუტი 25.10.1990
ლარს გოტემაკერი 29.07.1987
ლარს რუეტენი 25.08.1993
ჯეფ ვან დენ ბერსელაარი 02.07.1993
როელენდ სპიკერი 31.10.1991
ჯესი კოორმანი 04.04.1993
თომას ლუკასი 25.04.1989
რუბენ ჰოეპელმანი 30.08.1993

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული