რონალ გაროსი: ისევ ახალი ისტორია

AutoSharing Option
დღე არ გავა, როლან გაროსის ქალთა ტურნირზე რაიმე ისტორიული შედეგი არ დაფიქსირდეს. გახსოვთ, რომ ანჟელიკ კერბერი გახდა რეიტინგის პირველი ლიდერი, ვინც როლან გაროსს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ახლა კი, ტუნისელი ონს ჟაბორი პირველი არაბი ქალია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირების მესამე წრემდე გააღწია. თან ჟაბორმა ტოპ-ათეული წევრი, მეექვსე ნომრად განთესილი დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა - 6:4, 6:3.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჟაბორმა წააგო როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალი, მაგრამ შემთხვევით მოხვდა ძირითად ბადეში. ცნობისთვის, ტუნისელი როლან გაროსის ჩემპიონია (2011) იუნიორებს შორის.

* * *
დასრულდა როლან გაროსზე პეტრა კვიტოვას გამოსვლა. ჩეხმა, რომელიც შარშანდელი დეკემბრიდან არ თამაშობდა ცნობილი ინციდენტის გამო, დამაჯერებლად გაიარა პირველი წრის ბარიერი, მაგრამ გუშინ, ორი ტაი-ბრეიკი წააგო ბეტანი მატეკთან, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. ჩეხს შეეძლო პირველი სეტის მოგება, როცა 4:2 იყო დაწინაურებული და მეშვიდე გეიმში სამი ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა, რაც შეეხება მეორე სეტს, პეტრა თავად ორჯერ იყო ბრეიკით ჩამორჩენილი, მაგრამ გადარჩა იმისთვის, რომ შემდეგ ტაი-ბრეიკი წაეგო.

იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა კაროლინ ვოზნიაცკისა და კანადელი ფრანსუაზ აბანდას მატჩში. დანიელმა ისე მოიგო, რომ ერთი გეიმიც არ დაუთმო მეტოქეს. კაროლინმა 52 წუთში მოამთავრა საქმე, არადა, პირველ წრეში სამი სეტი დასჭირდა მსოფლიოს 337-ე ჩოგანის ჟემე ფურლისის დასამარცხებლად.
მთელი მატჩის განმავლობაში, აბანდას ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა - მეორე სეტის მეოთხე გეიმში, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა. დანიელი აგრესიულად თამაშობდა (17 "ვინერსი" ჰქონდა და საიმედოც იყო (9 უნებლიე შეცდომა მეტოქის 30-ის წინააღმდეშ).

ფრანგების მთავარმა იმედმა კრისტინა მლადენოვიჩმა პირველ წრეში ძალიან იწვალა ჯენიფერ ბრეიდის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, გუშინ ძალიან იოლად გაიარა გამოცდილი იტალიელის სარა ერანის ბარიერი - 6:2, 6:3. თამაში მხოლოდ 78 წუთი გრძელდებოდა.

ძალიან დამაჯერებლად იცავს უილიამსების ოჯახის პრესტიჟს ვინუს უილიამსი. მან შავი დღე აყარა იაპონელ კურუმი ნარას - 6:3, 6:1. მხოლოდ პირველი სეტის პირველ ექვს გეიმში იყო თანაბარი ბრძოლა, რის შემდეგაც, უილიამსმა 3:3-ზე მომდევნო 10 გეიმიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწია მოქმედ ჩემპიონს გარბინ მუგურუსას. ის სწრაფად პროგრესირებად ესტონელ ანეტ კონტავეიტს ხვდებოდა, რომელთანაც, ცოტა ხნის წინ, შტუტგარტის ტურნირზე წააგო. ასე რომ, ესპანელს რევანშზე უნდა ეფიქრა.

მაგრამ, მუგურუსა მორიგი მარცხის წინაშე დადგა, როცა პირველი სეტი წააგო, მეორეში კი 1:3 ჩამორჩა. და სწორედ ამ დროს შეძლო გარბინმა თამაშში გარდატეხის შეტანა - მოიგო მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი, მესამე სეტში კი სიტუაციის სრული ბატონ-პატრონი იყო.

ქალები
II წრე

მუგურუსა (ესპ, 4)-კონტავეიტი (ესტ) 6:7(4), 6:4, 6:2
ჟაბორი (ტუნ)-ციბულკოვა (სლოვაკ, 6) 6:4, 6:3
კუზნეცოვა (რუს, 8)-დოდენი (საფ) 7:6(5), 5:7, 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ნარა (იაპ) 6:3, 6:1
ვოზნიაცკი (დან, 11)-აბანდა (კან) 6:0, 6:0
მლადენოვიჩი (საფ, 13)-ერანი (იტა) 6:2, 6:3
მატეკი (აშშ)-კვიტოვა (ჩეხ, 15) 7:6(5), 7:6(5)
ბელისი (აშშ)-ბერტენსი (ჰოლ, 18) 6:3, 7:6(5)
პუტინცევა (ყაზ, 27)-ლარსონი (შვედ) 6:3, 1:6, 6:3
სტოსური (ავსტრა, 23)-ფლიპკენსი (ბელ) 6:2, 7:6(6)
ბაშჩინსკი (შვეიც, 30)-ბრენგლი (აშშ) 6:0, 6:2
ჟანგი (ჩინ, 32)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:2, 4:6, 6:3
ცურენკო (უკრ)-მაკაროვა (რუს) 6:2, 6:2
ოსტაპენკო (ლატ)-პუიგი (პ-რიკ) 6:3, 6:2
როჯერსი (აშშ)-ბუიუქაქჩაი (თურ) 7:6(6), 6:4
მერტენსი (ბელ)-ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:3, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული