და ვეკიჩს ახლაც ჰქონდა შანსი. მას პირველ პარტიაში სეტზე ჩაწოდება შეეძლო, ორი სეტბოლი გაანიავა და წააგო, სამაგიეროდ, მეორე სეტის მოგება შეძლო.გადამწყვეტ სეტში ორივე შესანიშნავად თამაშობდა მოწოდებაზე, მაგრამ სამი საათი ბრძოლის შემდეგ, შეცდომები გახშირდა. კონტამ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო 0:30-დან, დონამ კი ვერ გაუძლო დაძაბულობას, 8:9-ზე დათმო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად მატჩი - 6:7, 6:4,
* * *
დატოვა ტურნირი პეტრა კვიტოვამ - ორგზის ჩემპიონმა. მას ბუკმეიკერები ფავორიტად განიხილავდნენ, მაგრამ ჩეხი ჯერ არ არის მზად დიდი გამარჯვებებისთვის. მედისონ ბრენგლთან მატჩის მიწურულს, კვიტოვა ძლივს სუნთქავდა და მას წნევაც კი გაუზომეს. ბრენგლი წელს ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც სერენა უილიამსი დაუმარცხებია, გარდა ამისა, მხოლოდ მან შეძლო 2017 წელს პეტრა კვიტოვას ბალახზე დამარცხება.
* * *
კვიტოვაზე უკეთ მიდის ვიქტორია აზარენკას დაბრუნების პროცესი. ბელარუსი უკვე მესამე რაუნდშია, თან, რაც მთავარია, დამაჯერებლად მოუგო რუს ელენა ვესნინას, რომელიც წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ინდიან უელსის ტურნირიც კი მოიგო.
აზარენკა თანდათან შევიდა თამაშში, პირველი სეტის შუაში ბრეიკი შეასრულა და ეს უპირატესობა შეინარჩუნა. მეორე სეტში ვიქტორიამ ძალიან მალე წაიყვანა ანგარიში ბრეიკით. ვესნინამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგან ბელარუსმა წამით არ დაკარგა კონცენტრაცია.
ქალები
II წრე
ჰალეპი (რუმ, 2)-ჰადად მაია (ბრა) 7:5, 6:3
სვიტოლინა (უკრ, 4)-სკიავონე (იტა) 6:3, 6:0
კონტა (ბრიტ, 6)-ვეკიჩი (ხორ) 7:6(4), 4:6, 10:8
ციბულკოვა (სლოვაკ, 8)-ბრეიდი (აშშ) 6:4, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ვანგი (ჩინ) 4:6, 6:4, 6:1
ბრენგლი (აშშ)-კვიტოვა (ჩეხ, 11) 6:3, 1:6, 6:2
ოსტაპენკო (ლატ, 13)-აბანდა (კან) 4:6, 7:6(4), 6:3
აზარენკა (ბლრ)-ვესნინა (რუს, 15) 6:3, 6:3
ჯორჯი (იტა)-კისი (აშშ, 17) 6:4, 6:7(10), 6:1
უოტსონი (ბრიტ)-სევასტოვა (ლატ, 18) 6:0, 6:4
გარსია (საფ, 21)-ბოგდანი (რუმ) 6:4, 6:3
ოსაკა (იაპ)-სტრიკოვა (ჩეხ, 22) 6:1, 0:6, 6:4
პენგი (ჩინ)-სუარეს ნავარო (ესპ, 25) 6:2, 6:2
კონიუჰი (ხორ, 27)-ბეგუ (რუმ) 7:6(3), 2:6, 6:3
ვიტჰოფტი (გერ)-საბალენკა (ბლრ) 7:6(5), 3:6, 6:3
საკარი (საბ)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:7(6), 6:4, 6:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"