ვინ გახდება წლის საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი?

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ დაასახელა "2014 წლის საუკეთესო მოთამაშის" პრიზის ნომინანტთა სია.

პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას ექვსი ჩოგბურთელი აცხადებს: ამერიკელი სერენა უილიამსი (1), რუსი მარია შარაპოვა (2), რუმინელი სიმონა ჰალეპი (3), ჩეხი პეტრა კვიტოვა (4), სერბი ანა ივანოვიჩი (5) და ჩინელი ნა ლი, რომელმაც სეზონის მსვლელობისას დაასრულა პროფესიული კარიერა.

პირველად გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც ხმას მისცემს WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. შედეგები 21 ნოემბერს გამოცხადდება. აქვე შეგახსენებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში "წლის მოთამაშის" პრიზის ლაურეატებს:

2013 -
სერენა უილიამსი
2012 - სერენა უილიამსი
2011 - პეტრა კვიტოვა
2010 - კიმ კლაისტერსი
2009 - სერენა უილიამსი
2008 - სერენა უილიამსი
2007 - ჟუსტინ ანენი
2006 - ამელი მორესმო
2005 - კიმ კლაისტერსი
2004 - მარია შარაპოვა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული