როგორც უკვე ვწერდით, ხორვატ ჩოგბურთელს მაჯის ტრავმა აწუხებს და ვერ ასწრებს ავსტრალიის ტურნირისთვის აღდგენას. ამავე მიზეზით ჩილიჩმა უკვე გამოტოვა ბრისბენის ტურნირი.
* * *
ამასობაში, დაიწყო 2015 წლის სეზონი. ამ კვირას რამდენიმე ტურნირი იმართება ქალთა პროფესიულ ტურში და გუშინ საქმეში რამდენიმე ფავორიტი ვიხილეთ. ზედიზედ მეორე ტურნირზე 0:6 წააგო ერთი სეტი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის
გუშინ ჰოპმანის თასის გათამაშებაში სერენამ პირველი სეტი 0:6 წააგო იტალიელ ფლავია პენეტასთან, მაგრამ მეორე სეტი 6:3 აიღო, მესამეში კი თავად გაიმარჯვა "მშრალი" ანგარიშით.
* * *
გუშინ, ბრისბენის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ. ბელორუსს სამსაათიანი მარათონი ჰქონდა ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან. აზარენკა დამარცხდა და ვერ დაიცვა შარშანდელი ფინალისთვის მიღებული ქულები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ბელორუსი განთესილებს შორის არ იქნება, რადგან ახალ რეიტინგში, რომელიც მომავალ ორშაბათს გამოქვეყნდება, აზარენკა 32 საუკეთესოს მიღმა აღმოჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"