20:03 02-07-2015
ქართული სენსაცია უიმბლდონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფელისიანო ლოპესი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოსკენ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მოიგო, შემდეგ კი სეტიც - 7:5.
მეორე სეტში ლოპესმა ჩვენებურის მოწოდება 4:3-ზე მოიგო და სეტიც მის სასარგებლოდ დასრულდა - 6:3.
მესამე სეტში ისევ ქართველმა იყოჩაღა - 6:3, თუმცა ფელისიანო ლოპესმა ანგარიში სეტებში გაათანაბრა - 2:2.
დაინიშნა გადამწყვეტი სეტი, რომელშიც ისევ ჩვენებურმა იყოჩაღა და 6:4 მოიგო. თამაში 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება - მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (22).
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიბევა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ვამაყობთ შენით!!!!!!
0
0
უდიდესი სიხარულია სრულიად საქართველოსთვის. გილოცავ, ნიკა. მე მას არ ვცნობ, თუმცა ასმაგად გახარებული და ამაყი ვარ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემი ბიძაშვილის შვილის, მეუღლეა, მათ სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ პატარა ვაჟკაცი. ყველაფერს ერთად გილოცავ და მომავალ წარმატებებს გისურვებ. მადლობა.
0
0
აუ ძალიან გამიხარდა ,მართლა ყოჩაღი ბიჭია,იმ ბაუტისტას დამარცხება მართლა რეალურად შეუძლია ნიკას
0
0
უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი თამაში, ძაან მობილიზებული და თავდაჯერებული იყო. გილოცავ და წინსვლას გისურვებ. ბოლოს როდის იყო ასეთი კარგი სპორტული წარმატებებით სავსე დღე არც მახსოვს.P.ს. ქართული საფეხბურტო კლუბების გამოსვლასაც ვგულისხმობ.
0
0
ძაან მáგარია,მარა წვერებიანი ტენისისტი პირველად ვნახე
0
0
ეს სენსაცია არაა
0
0
მჯერა, რომ წლები გვეყოლება კაცი დიდ ტურნირებზე, რომელიც დიდ სიხარულს მოგვიტანს,ღამეებს გაგვიტეხს დიდი გამარჯვებებით. დალოცვილი იყავი!
0
0
უიმბლდონს ახსოვს მეტრეველის შესანიშნავი თამაში ახლა კიდევ ბასილაშვილი ღმერთმა ქნას შენც ფინალში გახვიდე მოკლედ მცირერიცხოვანი ერი ვართ მაგრამ ყველგან და ყველაფერში ვაღწევთ წარმატებას ცოტა ერთიანობა გვჭირდება მეტი
0
0
ყოჩაღ ნიკოლოზ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა ასე გამარჯვებით გევლოს ძლიერ გამიხარდა სულ გახარებული იყავი
0
0
შემოგევლე, კაცი ხარ!!! ვამაყობთ შენით.
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული