სოფიო შაფათავა ანკარის ტურნირზე ასპარეზობას სტარტზევე გამოეთიშა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი). შეჯიბრებაში ჩაება თბილისელი სოფიო შაფათავა, მაგრამ იგი სტარტზევე გამოეთიშა ასპარეზობას.

ერთეულთა თანრიგში ჩვენებური მე-7 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე წრეში რუმინელ კრისტინა დინუსთან ვერაფერს გახდა - ორ სეტში 4:6, 6:7 დამარცხდა.

წყვილებში შაფათავა ჰოლანდიელ სინდი ბურგერთან იყო შეამხანაგებული. ჩვენებურსა და ტიტების ქვეყნის წარმომადგენელს განთესვით მეოთხე ნომერი ჰქონდათ, მაგრამ კიმ-ალისე გრაიდეკსა (გერმანია) და ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) წააგეს - 4:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ
ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც ზედიზედ ორ ბულგარელს სძლია - ფერდინ შევკედოვსა (6:0, 6:2) და ალექს მარტინსკის (6:1, 6:1).

ძირითადში გადასასვლელ ბოლო შეხვედრაში რუმინელ ნიკოლ ფრუნზასთან პირველ სეტს 1:3-ს აგებდა, ტრავმა რომ მიიღო და პაექრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული