ერთეულთა თანრიგში ჩვენებური მე-7 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე წრეში რუმინელ კრისტინა დინუსთან ვერაფერს გახდა - ორ სეტში 4:6, 6:7 დამარცხდა.
წყვილებში შაფათავა ჰოლანდიელ სინდი ბურგერთან იყო შეამხანაგებული. ჩვენებურსა და ტიტების ქვეყნის წარმომადგენელს განთესვით მეოთხე ნომერი ჰქონდათ, მაგრამ კიმ-ალისე გრაიდეკსა (გერმანია) და ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) წააგეს - 4:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ძირითადში გადასასვლელ ბოლო შეხვედრაში რუმინელ ნიკოლ ფრუნზასთან პირველ სეტს 1:3-ს აგებდა, ტრავმა რომ მიიღო და პაექრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"