ქალებთან ხუმრობა არ შეიძლება

AutoSharing Option
როგორც ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, ინდიან უელსის ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა რეიმონდ მურმა ქალთა ფინალის წინ განაცხადა, რომ თანამედროვე ჩოგბურთში ქალები ბევრს არაფერს წყვეტენ და მათ გაუმართლათ, რომ მამაკაცთა ტურნირის პარალელურად თამაშობენ.

მურს ეს სიტყვები სამუშაოს დაკარგვად დაუჯდა. მისი განცხადებიდან მეორე დღეს, ინდიან უელსის ტურნირის მეპატრონემ ლარი ელისონმა ESPN-ის განუცხადა, რომ 69 წლის მენეჯერმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი, რომელიც 2012 წლიდან ეკავა.

* * *
ასევე ქალების რისხვა დაიმსახურა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ინდიან უელსის "მასტერსის" მოგების შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი მურის სიტყვებს
გამოეხმაურა. მან ამერიკელი გააკრიტიკა, მაგრამ სერბის გამონათქვამი ნამდვილად ვერ გაახარებდა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციას (WTA).

"მურის კომენტარი პოლიტიკურად არაკორექტულია. ქალები იბრძოდნენ იმისთვის, რასაც იმსახურებდნენ და მიიღეს ის. მაგრამ სტატისტიკა უჩვენებს, რომ ჩვენ გაცილებით მეტ მაყურებელს ვაგროვებთ მამაკაცთა მატჩებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეტ ჰონორარს უნდა ვიღებდეთ. სანამ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვის ჰყავს უფრო მეტი მაყურებელი, ვინ ყიდის უფრო მეტ ბილეთს და ასე შემდეგ, საპრიზო ფონდი უფრო სამართლიანად უნდა განაწილდეს", - განაცხადა ჯოკოვიჩმა BBC-სთან კომენტარში.

ნოვაკის სიტყვებს გამოეხმაურა ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა.
"მის მიმართ ჩემი სიყვარულის მიუხედავად, ნოვაკ ჯოკოვიჩს, როგორც ჩანს, არ ესმის, რატომ უნდა იღებდნენ მამაკაცები და ქალები თანაბარ ჰონორარს მაშინ, როცა ერთ ტურნირზე გამოდიან. მეგონა, რომ ეს პრობლემა დიდი ხნის წინ მოგვარდა", - მოჰყავს ნავრატილოვას სიტყვები ESPN-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ითამაშონ ხუთსეტიანი მატჩები ქალებმაც და მაშინ იქნებსამართლიანი თანხების თანაბრად განწილება
papa
16:02 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული