დღის გმირი აღმოჩნდა აშშ-ის ნაკრების ლიდერი კეტი ლედეკი. მან 400-მეტრიანი დისტანცია თავისუფალი სტილით ცურვაში 3 წუთსა და 58.34 წამში დაფარა და კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ოქრო მოიგო. მან მთელი სამი წამით აჯობა მეორე ადგილზე თანამემამულეს ლეა სმიტს.
კიდევ ორი ოქრო ამერიკელებმა 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაში მოიპოვეს. ამ დისციპლინაში ქალების ფინალში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა: შვედეთის ნაკრებში პირველ ნომრად ცურავდა
სოსტრიომი პირველი ქალი მოცურავეა ცურვის ისტორიაში, ვინც ამ დისციპლინაში 52 წამიდან გამოსვლა შეძლო. ესტაფეტაში გამარჯვება მოიპოვა ლედეკიმ, ასე რომ, 20 წლის ლეგენდამ მსოფლიოს ჩემპიონატი დუბლით გახსნა.
პირველი დღის შედეგები:
400 მ. თავისუფალი
ქალები
1. კეტი ლედეკი (აშშ) - 3.58,34
2. ლეა სმიტი (აშშ) - 4.01,54
3. ლი ბენჟი (ჩინ) - 4.03,25
კაცები
1. სუნ იანი (ჩინ) - 3.41,28
2. მეკ ჰორტონი (ბრიტ) - 3.43,85
3. გაბრიელე დეტი (უნგ) - 3.43,93
4x100 მ. თავისუფალი
ქალები
1. აშშ - 3.31,72
2. ავსტრალია - 3.32,01
3. ჰოლადნია - 3.32,64
კაცები
1. აშშ - 3.10,06
2. ბრაზილია - 3.10,34
3. უნგრეთი - 3.11,99
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"