ამერიკის ნაკრებმა მოიგო 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტა, რომლის პირველ ეტაპზე ცურავდა შეუდარებელი მელინდა ფრანკლინი, რომელმაც კომფორტული უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს და პარტნიორებმა დამაჯერებლად მიიყვანეს კარგად დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე.
ამით 18 წლის ფრანკლინი გახდა პირველი ქალი მოცურავე ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონატზე ოქროს ექვსი მედალი მოიპოვა. ფინალური ესტაფეტის გარდა, მისიმ გაიმარჯვა 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში, 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვასა და 4x100 და 4x200
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ ორი კვირა დაისვენებს და შემდეგ ბერკლის უნივერსიტეტში ჩააბარებს. "სამწუხაროა, რომ ჩემპიონატი დასრულდა, სამაგიეროდ, ჩვენ ყველას დაუჯერებელი შეგრძნებები გვრჩება, - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარში ფრანკლინმა. - ვფიქრობ, დავიმსახურე დასვენება იქამდე, სანამ ბერკლიში გავემგზავრები სასწავლებლად".
ქალებს შორის ერთ ტურნირზე ექვსი ოქრო გერმანელ კრისტინ ოტოს ჰქონდა მოპოვებული, ოღონდ ეს 1988 წლის ოლიმპიადაზე მოხდა. წინა რეკორდი (5 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე) ორ ქალ მოცურავეს ეკუთვნოდა: ამერიკელ ტრეისი კოლკინს (ბერლინი-1978) და ავსტრალიელ ლიბი ტრიკეტს (მონრეალი-2007).
ასევე დასრულებული ჩემპიონატის გმირად უნდა მოინათლოს კიდევ ერთი ამერიკელი, 16 წლის კეტი ლედეცკი, რომელიც ბოლო დღეს არ ასპარეზობდა, მანამდე კი მან ოთხი ოქრო (400, 800 და 1500 მეტრი თავისუფალი სტილით და 4x200 მეტრი ესტაფეტა) მოიგო და თან მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
ბოლო დღეს ნამდვილი დრამა გათამაშდა მამაკაცების კომბინირებულ ესტაფეტაზე. პირველი ეტაპის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელები დაწინაურდნენ, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, აშშ-ის ოთხეულში ყველაზე გამოუცდელმა - ბრასისტმა კევინ კორდესმა ფალსტარტი შეასრულა, როცა მეტ გრევერსისგან იღებდა ესტაფეტას. ამის შემდეგ, რაიან ლოხტემ და ნათან ედრიენმა დამაჯერებლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე და ერთი წუთი ხარობდნენ კიდეც ამ ტრიუმფს, მაგრამ ორგანიზატორებმა ამერიკელთა დისკვალიფიკაცია გამოაცხადეს და სიხარული იმედგაცრუებამ შეცვალა. ასე დაკარგა ლოხტემ ჩემპიონატზე მესამე ოქროს მოგების შანსი და ახლა, მის ანგარიშზე არა 15, არამედ 14 ოქროს მედალი მოდის.
ამერიკელთა დისკვალიფიკაციით კი კარგად ისარგებლეს ფრანგებმა. მათ მართლაც ბრწყინვალე ნაკრები ჰყავთ და სამივე ესტაფეტა, რომელიც მამაკაცებს შორის ამ ჩემპიონატზე ჩატარდა, სწორედ საფრანგეთმა მოიგო.
კაცები
4x100 მ. კომპლექსური
1. საფრანგეთი 3.31,51
2. ავსტრალია 3.31,64
3. იაპონია 3.32,26
50 მ. გულაღმა
1. კამილ ლაკური (საფ) 24,42
2. ჟერემი სტრავიუსი (საფ) 24,54
2. მეტ გრევერსი (აშშ) 24,54
400 მ. კომპლექსური
1. დაია სეტო (იაპ) 4.08,69
2. ჩეიზ კალიჩი (აშშ) 4.09,22
3. ტიაგო პერეირა (ბრა) 4.09,48
1 500 მ. თავისუფალი
1. სუნ იანი (ჩინ) 14.41,15
2. რაიან კოკრენი (კან) 14.42,48
3. გ. პალტრინიერი (იტა) 14.45,37
ქალები
50 მ. ბრასი
1. იულია ეფიმოვა (რუს) 29,52
2. რუტა მეილიუტიტე (ლიტ) 29,59
3. ჯესიკა ჰარდი (აშშ) 29,80
4x100 მ. კომპლექსური
1. აშშ 3.53,23
2. ავსტრალია 3.55,22
3. რუსეთი 3.56,47
50 მ. თავისუფალი
1. რანომი კრომოვიჯოჯო (ჰოლ) 24,05
2. კეიტ კემპბელი (ავსტრა) 24,14
3. ფრანჩესკა ჰელსოლი (ბრიტ) 24,30
400 მ. კომპლექსური
1. კატინკა ჰოშუ (უნგ) 4.30,41
2. მირეა ბ. გარსია (ესპ) 4.31,21
3. ელიზაბეტ ბეისელი (აშშ) 4.31,69
საერთო ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. აშშ 15 10 9 34
2. ჩინეთი 14 8 4 26
3. რუსეთი 9 6 4 19
4. საფრანგეთი 4 1 4 9
5. უნგრეთი 4 1 2 7
6. ავსტრალია 3 11 0 14
7. გერმანია 3 3 4 10
8. ბრაზილია 3 2 5 10
9. ს. აფრიკა 3 1 1 5
10. ესპანეთი 1 6 5 12
11. იტალია 1 3 1 5
12. დანია 1 3 0 4
13. იაპონია 1 2 3 6
14. საბერძნეთი 1 1 0 2
14. ლიტვა 1 1 0 2
14. შვედეთი 1 1 0 2
17. ჰოლანდია 1 0 3 4
18. ტუნისი 1 0 1 2
19. კოლუმბია 1 0 0 1
20. კანადა 0 3 4 7
21. პოლონეთი 0 2 1 3
22. უკრაინა 0 1 4 5
23. ბრიტანეთი 0 1 1 2
24. ბელგია 0 1 0 1
24. ჩერნოგორია 0 1 0 1
26. მექსიკა 0 0 4 4
27. ზელანდია 0 0 3 3
28. ხორვატია 0 0 1 1
28. ფინეთი 0 0 1 1
28. მალაიზია 0 0 1 1
28. ტრინიდადი 0 0 1 1
ცურვის ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. აშშ 13 8 8 29
2. ჩინეთი 5 2 2 9
3. საფრანგეთი 4 1 4 9
4. ავსტრალია 3 10 0 13
5. უნგრეთი 3 1 1 5
5. ს. აფრიკა 3 1 1 5
7. რუსეთი 2 3 3 8
8. ბრაზილია 2 0 3 5
9. დანია 1 3 0 4
10. იაპონია 1 2 3 6
11. ლიტვა 1 1 0 2
11. შვედეთი 1 1 0 2
13. ჰოლანდია 1 0 3 4
14. ესპანეთი 0 3 1 4
15. პოლონეთი 0 2 1 3
16. კანადა 0 1 2 3
17. იტალია 0 1 1 2
18. გერმანია 0 1 0 1
19. ზელანდია 0 0 3 3
20. ფინეთი 0 0 1 1
20. ბრიტანეთი 0 0 1 1
20. ტრინიდადი 0 0 1 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლოხტეს მე-13 ოქრო და მესამე რეკორდი ბარსელონაში