ამბობენ, ფელპსი ბრუნდებაო

AutoSharing Option
18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი, შესაძლოა, 2014 წლის მარტში დაბრუნდეს დიდ სპორტში.

როგორც ამერიკული პრესა წერს, ფელპსმა უკვე ორჯერ გაიარა დოპინგ-ტესტი, რომელიც აუცილებელია ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. მან ეს პირველ ივლისს და 30 სექტემბერს გააკეთა. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, სპორტსმენი ვალდებულია გაიაროს დოპინგ-ტესტის პროცედურა ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირამდე ცხრა თვით ადრე.

"ჯერჯერობით ნაადრევია დაბრუნებაზე ლაპარაკი. ამ შემოდგომაზე მან საერთო ჯგუფთან ერთად დაიწყო ვარჯიში სპორტული ფორმის აღსადგენად. მას კარგად გამოსდიოდა და ვკითხე - ხომ არ მიიღებდა
მონაწილეობას ტურნირებში? ფელპსმა მიპასუხა: "შეიძლება". ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ამასთან, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის დღესვე დაბრუნდეს დიდ სპორტში",
- განაცხადა სპორტსმენის მწვრთნელმა ბობ ბოუმენმა.

მანვე დაამატა, რომ 28 წლის მოცურავემ კვირაში ვარჯიშების რაოდენობა სამიდან ხუთამდე გაზარდა.

2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფელპსმა რეკორდი დაამყარა მედლების საერთო რაოდენობით. ახლა, მას 22 ოლიმპიური მედალი აქვს კოლექციაში, რომელთაგანაც 18 ოქროსია. ლონდონის თამაშების დასრულების შემდეგ, ფელპსი აქტიურად იყო დაკავებული გოლფით და სპორტის ამ სახეობაში ტურნირებზეც გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკლ ფელპსმა ვარჯიში დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული