დანიაში ევროპის 2013 ჩემპიონატზე აღებულმა ორივე დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ ერითროპოეტინზე. 2014 წლის აპრილიდან მელნიკოვი ჩამოშორებული იყო საერთაშორისო ტურნირებს.
საერთაშორისო ფედერაციის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებს ჩამოერთვა ორი მედალი, რომელიც ამ სპორტსმენის დახმარებით მოიპოვა - ოქრო კომბინირებულ ესტაფეტაში და ვერცხლი 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში.
დისკვალიფიკაციის ვადა 2015 წლის 12 დეკემბერს ამოიწურება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"