ლაშა ტალახაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ტალახაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- ლაშა, გილოცავ ახალ წელს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც 2016 წელს მოგვანიჭე ქართული სპორტის ქომაგებს. 2016 წლის წარმატებებზე ბევრი გკითხეს უკვე და ამომწურავი პასუხი გაეცი. ასევე, იმედიანად ვარ განწყობილი შენი პასუხებიდან, რომ იგივე შემართება გექნება და კვლავაც არაერთხელ შეძლებ ჩვენ გახარებას. იქიდან გამომდინარე, რომ
ოლიმპიადაზე ადვილად დაძლიე შეკვეთილი წონები და აშკარად მომატების დიდი პოტენციალი გაქვს, დაისახავ თუ არა მიზნად მსოფლიო რეკორდის 500 კგ-მდე გაუმჯობესებას?
- ჩემი მიზანი ყველა ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნებაა. თუ შანსი მომეცა რეკორდის გაუმჯობესების, ვეცდები, გამოვიყენო ის. მთავარია, შესაბამის ფორმაში ვიყო.

500 კილოგრამის დამუშავება ყველასთვის წარმოუდგენელია. ალბათ, ყველა ადამიანში არსებობს ზღვარი, რომლამდეც შეიძლება მივიდეს, შემდეგ კი ამ შედეგის გაუმჯობესებას წლები მოანდომოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ზღვარი არ ამოწურულა. თავადაც ვხვდები, რომ მეტი შემიძლია. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, ძალოსნობაში 25-26 წლის ასაკში მოდის კაცური ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მჯერა,რომ ლაშა უახლოეს მომავალში 267 კილოგრამს აწევს.
წარმატებები.
გია
20 იანვარი 2017 12:36
0
მარტო 1 შეკითხვას ჰო არ უპასუხებდა, სხვა კითხვებზეც დადეთ რა პასუხები.
giga
20 იანვარი 2017 12:34
0
გენაცვალე შემართებაში, იმედია მაგ ნიშნულს დაძლევ.
giga
20 იანვარი 2017 10:52
0
ლაშა იქნება ყველაზე სახელოვანი ქართველი სპორტსმენი - კიდევ 3 ოლიმპიურ ოქროს დადებს და 4-გზის ოლიმპიური იქნება ...
პეტრე კუპრი
20 იანვარი 2017 09:03
0
ლაშა ჩემო ძმაო! სადაც არ უნდა ვიყო ყველგან გადღეგრძელებ! იმიტომ,რომ უფალმა ღმერთMA ინება,რომ ჩვენ ქართველებს ყველაზე ძლიერი კაცის სახელი გვერქვას,გაუფრთხილდი ამ ყველაფერს და ეცადე შენი მისია რაცაა ის ბოლომდე შეასრულო სიზარმაცის გარეშე. დარჩი არა ჩემპიონად ისტორიაში არამედ განუმეორებლად ჩემო ძმაო,რომ მსოფლიომ საუკუნეეები მოანდომოს შენი რეკორდების განმეორებას! უფალმა და წმინდა სამებამ დაგლოცოს და შეგეწიოს ძმაო!
oto777
20 იანვარი 2017 03:02
0
ლაშა უფალმა დაგლოცოს და კიდევ მრავალი გამარჯვება მოგაპოვებინოს!...
არტაგი
19 იანვარი 2017 20:56
0
ლაშა ტალახაძე - ოქროს ბიჭო! შენ უამრავი პოზიტივი, სიხარული და იმედი შემოიტანე ჩვენს ცხოვრებაში, შენი მომღიმარი სახის გამოჩენა ეკრანზე ყოველთვის სიხარულის მომტანია, იარე წინ - გამარჯვებებისაკენ, ასახელე ქვეყანა და შენი მშობლები
გლოცავთ, გილოცავთ ყველა დღესასწაულს და მადლობა, რომ არსებობ!!!
nino
19 იანვარი 2017 17:30
0
მაგარი კაცი ხარ! დარწმუნებული ვარ გააუმჯობესებს რეკორდს))
შოთა
19 იანვარი 2017 16:43
0
სულ წარმატებებით გევლოს საქართველოს სიამაყე და ბევრჯერ სიხარული მოგენიჭებინოს საქართველოსთვის როგორც ეს 2016 წელს გააკეთე-და ბევრი შეხვედრები ახალგაზრდობასთან შენ ხომ იმათი კერპი ხარ--სულ წარმატებებით გევლოს ლაშა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
საჩხერელი
19 იანვარი 2017 16:30
0
ძალიან მაგარი ჯიგარი ხარ და დიდი მადლობა!!!!!
rey
19 იანვარი 2017 15:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული