თბილისში ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 11 აპრილს დაიწყება

AutoSharing Option
შაბათს, 11 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 478 სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ითქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბოქოლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - აკაკი ლოდია, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი გეგა ზურაბაშვილი.

მათ ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობასა და შეჯიბრებისთვის მზადებაზე ილაპარაკეს. კახი კახიაშვილმა დამსწრეთ აუწყა, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრები პირველობაზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ: რამინ შამილიშვილი (56 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ), ნიკა ნანაძე (94 კგ), დავით გოგია (105 კგ), გია მაჭავარიანი (105 კგ), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ), გიორგი ჩხეიძე (+ 105 კგ).

ქალებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დებიუტანტები - თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო მუქათარიძე (69 კგ) დაიცავენ.

ითქვა ისიც, რომ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს უდიდესი ევროპული ტელეარხი "ევროსპორტი", რომელიც მსოფლიოს 54 სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს. ფინალური პაექრობები, ასევე, საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხითაც გადაიცემა.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტის სამინისტროს დახმარებით ევროპის ჩემპიონატისთვის შეიძინა "ელეიკოს" 85 შტანგა თავისი დისკებით (მათ შორის - 50 ცალი ვაჟებისთვის).

მათგან 15 საშეჯიბროა, დანარჩენი - სავარჯიშო (35 გრიფი ქალებისთვისაა განკუთვნილი), ორი ოლიმპიური საშეჯიბრო და 40 სავარჯიშო ფიცარნაგი. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვენტარი, რომლებითაც არა მარტო ძალოსნობის დარბაზები დაკომპლექტდება, არამედ საქართველოში ნებისმიერი რანგის შეჯიბრების ჩატარება გახდება შესაძლებელი.

თბილისში, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, 13 აპრილს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ყრილობა, ხოლო 14 აპრილს მწვრთნელთა სემინარი გაიმართება.

აქვე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის კალენდარსაც შემოგთავაზებთ:

შაბათი, 11 აპრილი
09.00 - 11.00. მამაკაცები, 56 კგ, B ჯგუფი.
11.00 - 13.00. ქალები, 48 კგ, B ჯგუფი.
13.00 - 15.00. ქალები, 53 კგ , B ჯგუფი.
15.30 - 16.15, გახსნის ცერემონია.
17.00 - 19.00 . ქალები 48 კგ, A ფინალი.
20.00 - 22.00. მამაკაცები 56 კგ, A ფინალი.

კვირა, 12 აპრილი
09.00 - 11.00. მამაკაცები, 62 კგ, B ჯგუფი.
11.00 - 13.00. მამაკაცები, 69 კგ, B ჯგუფი.
14.00 - 16.00. მამაკაცები, 62 კგ, A ფინალი.
17.00 - 19.00. ქალები, 53 კგ, A ფინალი.
20.00 - 22.00. მამაკაცები, 69 კგ , A ფინალი.

ორშაბათი, 13 აპრილი
10.00- 13.00. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ყრილობა.
17.00- 19.00. ქალები, 58კგ, B ჯგუფი.
20.00 - 22.00. ქალები, 58 კგ, A ფინალი.

სამშაბათი, 14 აპრილი
10.00 - 13.00. მწვრთნელთა სემინარი.
17.00- 19.00. მამაკაცები. 77 კგ, B ჯგუფი.
20.00 - 22.00. მამაკაცები , 77 კგ , A ფინალი.

ოთხშაბათი, 15 აპრილი
17.00- 19.00. ქალები, 63 კგ, B ჯგუფი.
20.00 - 22.00, ქალები, 63 კგ, A ფინალი.

ხუთშაბათი, 16 აპრილი 2015
12.00-19.00. მამაკაცები, 85 კგ, B ჯგუფი.
14.00-16.00. ქალები, 69 კგ, B ჯგუფი.
17.00 - 19.00. ქალები, 69 კგ, A ფინალი.
20.00-22.00. მამაკაცები, 85 კგ, A ფინალი.

პარასკევი, 17 აპრილი
10.00-12.00. ქალები, 75 კგ და +75 კგ, B ჯგუფი.
12.00-14.00. მამაკაცები, 94 კგ, B ჯგუფი.
14.00- 16.00. მამაკაცები, 195 კგ, B ჯგუფი.
17.00-19.00. ქალები, 75 კგ, A ფინალი.
20.00-22.00. მამაკაცები, 94 კგ, A ფინალი.

შაბათი, 18 აპრილი
09.00-11.00. მამაკაცები, +105 კგ, B ჯგუფი.
11.00-13.00. მამაკაცები, 105 კგ, A ფინალი.
14.00-16.00. ქალები, +75 კგ, A ფინალი.
17.00-19.00. მამაკაცები, +105 კგ, A ფინალი.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში შეჯიბრებაზე დასწრება უფასოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული