ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: დღეს ირაკლი გაბრიჭიძის ჯერია

AutoSharing Option
ნორვეგიაში გრძელდება ძალოსან ქალ-ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ცხრა წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს. მათგან რამინ შამილიშვილმა 62 კილოში იასპარეზა და ორჭიდში 265 კილოგრამით მე-9 ადგილი დაიკავა.

12 აპრილს ფიცარნაგზე 69 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ. ამ წონაში ჩვენგან არავის უასპარეზია. აქ კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. დენიარ ისმაილოვი (თურქეთი) - 333 (155+178), 2. სერგეი პეტროვი (რუსეთი) - 322 (147+175), 3. დავიდ სანჩეს ლოპესი (ესპანეთი) - 318 (143+175).

დღეს, 13 აპრილს, შეჯიბრებაში 77 კილოგრამ წონითი კატეგორიის ათლეტები ჩაებმებიან. მედლებისთვის მებრძოლ 18 მონაწილეს შორის ქართველი
ირაკლი გაბრიჭიძეც
იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
rom dawerot erti normaluri statia an cxrili mainc vin romeldges monawileobs arsheizleba?tu gezarebat?daweret vin romeldges monawileobs.gushin vnaxe statia da magiswina anu bolostatia dekembershia dawerili mzleosnebze.savaldebuloa shejibriswin dawerot?gadit naxet raxdeba darbazebshi,aiget interviu an mwvrtnelidan sn mzleosnebidan.rauchirt ra ulxint.tqvrnc chveni pexburtelrbivit nichit dajildoebuli ze zarmacebixart((((
0

სიახლეები პოპულარული