ლაშა ტალახაძე: მაქსიმალურად მოვემზადები და ტოკიოშიც ოქროსთვის ვიბრძოლებ

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატები მოიგო, ასევე - ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის.

- ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]

"წელს ჩემი სპორტული მიღწევებიდან გამომდინარე, გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ნამდვილად ვთვლიდი თავს და ველოდი კიდეც, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად სწორედ მე დამასახელებდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ყველა იმ ტიტულს, რაც დღემდე მქონია, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულიც
შეემატა.

ვხედავ გამოკითხვებს, სადაც გულშემატკივარი საუკეთესოდ მასახელებს და სასიამოვნოა, როცა ისინიც გაღიარებენ, დიდი მადლობა მათ. ჩემთვის როგორც სპორტის სამინისტროს, ისევე გულშემატკივრის მხრიდან საუკეთესოდ აღიარება ძალიან დიდი სტიმულია და მომავალში ქართველი გულშემატკივრის გახარებას კიდევ არაერთხელ ვეცდები.

ოთხ წელიწადში ოლიმპიადა ტოკიოში იქნება და მაქსიმალურად მოვემზადები - იქაც ოქროსთვის ვიბრძოლებ!", - გვითხრა ტალახაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ქართველი კაცი. ვიღაცას საჩხერე გაეჩხირა ყელში თუ სხვაგან....
status quo
15:41 28-12-2016
0
წარმატებები ქართველ გოლიათს!
ახალგაზრდებო, მიჰყევით ჯანმთელი ცხოვრების წესს, დაკავდით სპორტით და ასახელეთ საქართველო!
ქუთაისელი
14:11 28-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული