ოფიციალურად: მენი პაკიაო 22 აპრილს იჩხუბებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ (59-6-2, 38KO) დაასახელა თავისი მორიგი ბრძოლის ზუსტი თარიღი. კერძოდ, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 22 აპრილს იჩხუბებს ავსტრალიელი ჯეფ ჰორნის წინააღმდეგ.

პაკიაოს პრომოუტერის ბობ არუმის თქმით, მხარეებს მოსალაპარაკებელი დარჩათ მხოლოდ ბრძოლის ჩატარების ადგილი. ვარიანტებს შორის განიხილება ავსტრალია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თუმცა, ადრე იტყობინებოდნენ, რომ ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 22 აპრილისთვის ბრძოლის ჩასატარებლად უკვე დაჯავშნილია არენა Suncorp Stadium, რომელიც 50 ათას მაყურებელს იტევს.

აღვნიშნავთ, რომ 38 წლის ფილიპინელისთვის ეს იქნება მეორე ბრძოლა კარიერის განახლების შემდეგ.

28 წლის ჰორნს პროფესიულ რინგზე 16-დან 16 მოგება (11 - ნოკაუტით) აქვს. ავსტრალიელს მეორე ადგილი უკავია WBO-ის რეიტინგში.

* * *
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მზად არის შეხვდეს UFC-ის ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს.

"ჩვენ ვცდილობდით მაკგრეგორთან ბრძოლის ორგანიზებას. ჩემი გარანტირებული ჰონორარი შეადგენს 100 მილიონ დოლარს. კონორს შევთავაზეთ 15 მილიონი. ამის შემდეგ, მზად ვართ განვიხილოთ პროცენტი ბრძოლის ფასიანი ტრანსლიაციებიდან.

მოლაპარაკებების პროცესი ჩვენ მიგვყავს. არ ვიცი, რამდენს იღებს მაკგრეგორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორ მილიონსაც ვერ გამოიმუშავებდა წინა ორთაბრძოლების დროს.

როგორ შეიძლება ვიღაცამ ილაპარაკოს 20 და 30 მილიონზე, თუ მას არასოდეს მიუღია 8 ან 9 მილიონი? შედგება თუ არა ბრძოლა? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მეივეზერმა.

ადრე მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მეივეზერთან ბრძოლაში თანაბარი ჰონორარის იმედი აქვს. 2016 წლის 20 აგვისტოს, ნეიტ დიასთან ბრძოლისთვის, მაკგრეგორმა MMA-ის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - დაახლოებით სამი მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული