ევრომძლეოსნობა: ერთი რეკორდი და პირველი პოლონეთი

AutoSharing Option
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დარბაზებისთვის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მედლების 26 კომპლექტი გათამაშდა.

წინა ორ ჩემპიონატზე მედლების საერთო ჩათვლაში რუსეთის ნაკრები იმარჯვებდა, მაგრამ, ამჯერად, ცნობილი მიზეზების გამო, რუსეთი კონტინენტის პირველობაზე წარმოდგენილი არ იყო. ამ ქვეყნიდან ჩემპიონატზე მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა გამოდიოდა და ისიც ნეიტრალური დროშით.

რუსების არყოფნაში, ყველაზე მეტი ოქრო და მედალი პოლონეთის ნაკრებმა მოიგო, რაც შეეხება შედეგებს, ჩემპიონატზე ევროპის ერთადერთი რეკორდი დამყარდა. მისი ავტორია ფრანგი კევინ მაიერი, რომელმაც შვიდჭიდი 6479 ქულით მოიგო. წინა რეკორდი ჩეხ რომან
შერბლეს ეკუთვნოდა და ის 2004 წელს იყო დამყარებული. მაიერმა შარშან, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო ათჭიდში.

მედლების ჩათვლა
ო ვ ბ სულ
1. პოლონეთი 7 1 4 12
2. ბრიტანეთი 5 4 1 10
3. გერმანია 2 2 5 9
4. საფრანგეთი 2 1 0 3
5. ჩეხეთი 1 2 4 7
6. ესპანეთი 1 2 1 4
7. საბერძნეთი 1 1 1 3
8. ბელგია 1 1 0 2
8. პორტუგალია 1 1 0 2
10. უნგრეთი 1 0 1 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული