მაირის ბრიედისი - ლატვიელი მსოფლიოს ჩემმპიონი

AutoSharing Option
პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა ლატვიელი მაირის ბრიედისი (22-0, 18KO) - მან WBC-ის ვერსიით ვაკანტური ტიტული მოიპოვა დორტმუნდში, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო გერმანელ მარკო ჰუკს (40-4-1, 27KO). WBC-ის საჩემპიონო ქამრის გარდა, IBO-ის ტიტულიც აიღო, რომელიც ჰუკს ეკუთვნოდა.

პირველმა რაუნდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ბრიედისი გაბატონდა რინგზე. ორივე მოკრივე ხშირად იყენებდა კლინჩს, მაგრამ ბრიედისი გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე მისი ტიტულოვანი მეტოქე და რაუნდს რაუნდზე იღებდა. საბოლოოდ, ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც მსაჯებმა ასეთი ვერდიქტი
გამოიტანეს - 116:111, 117:110, 118:109 32 წლის ლატვიელის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ბრიედისი უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს სპარინგ-პარტნიორია, რომელიც ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის ემზადება. ეს შეხვედრა 29აპრილს, "უემბლის" ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული