[ექსკლუზივი] "სონდერსმა თავისი შემოსავლის 20% გადამიხადა, რომ მასთან არ მეჩხუბა"

AutoSharing Option
22 აპრილს, ინგლისის ქალაქ ლესტერში ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდში ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

8 ივლისს ხურციძე WBO-ს სრულფასოვან ჩემპიონ ჯო სონდერს შეხვდება, მანამდე კი მოკრივე რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვიდა.

Sportall.ge-მ ხურციძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, საინტერესოა, რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა...
- კაცური სპორტია, საჩემოა და ალბათ, ამიტომ.

- პატარაობაში ვარჯიში რა პირობებში გიხდებოდა?
- რომ გითხრათ, სასურველი პირობები
იყო-მეთქი, მოგატყუებთ. იყო სირთულეები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დასახულ მიზანს მაინც მივაღწიე და დღეს უკვე კარგი პირობები მაქვს.

- სირთულეებში რას გულისხმობ?
- 90-იან წლებზეა საუბარი და გეცოდინებათ, მაშინ ქვეყანაში რა გაჭირვება იყო, შუქიც კი არ გვქონდა ნორმალურად. საბედნიეროდ, მოვახერხე ამ ყველაფრის გადალახვა.

- ტომ ლენგფორდის დამარცხებით WBO-ს ქამარი მოიპოვე...
- ეს ქამარი დავიცავი, რადგან წინა წელს მქონდა მოპოვებული. ჩვეულებრივი ამბავია: როგორც მსოფლიო ჩემპიონატის, ისე ყველა სხვა ქამარი დროებითია. ყოველ ექვს თვეში უნდა დაიცვა. თუ ვერ დაიცავ, ექსჩემპიონის სტატუსს მიიღებ, შენი მძლეველი კი მოქმედი ჩემპიონი გახდება.

- სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ინგლისში მომხდარ ინციდენტზე საუბრობ. სხვაგან სადმე თუ ყოფილა გამოხატული უპატივცემულობა ქართველებისადმი?
- არსად. პირველად ინგლისში მოხდა ასეთი რამ. სულ ათი ქართველი იყო, საიდანაც ექვსი ჩემი ახლობელი, ოთხი კი მათი მეგობარი იყო. ჰოდა, დროშები წაართვეს, ბოთლები ესროლეს. კიდევ კარგი, ინგლისში დარბაზებში გულშემატკივრებს შუშის ბოთლებით არ უშვებენ...

- ავთანდილ ხურციძე: ინგლისელებმა ქართველები შეურაცხყვეს, დროშები წაართვეს...

- სხვა ქვეყნებში გრძნობ ქართველების მხარდაჭერას?

- მათ მხარდაჭერას ახლაც ვგრძნობდი, მაგრამ ეს, მეტწილად, სოციალურ ქსელში იყო, თორემ უშუალოდ ადგილზე - არა. აი, უკრაინაში მყავდა ბევრი მხარდამჭერი, მიკროავტობუსით სხვადასხვა ქალაქში დამყვებოდნენ საგულშემატკივროდ.

- ბილი ჯო სონდერსი პრესკონფერენციაზე შემოგივარდა და შეურაცხყოფა მოგაყენა. რამ გააბრაზა?
- ეს სიბრაზე კი არა, დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მას და მის გუნდს ეგონათ, რომ უხეშად გამოვეხმაურებოდი, რის გამოც შემდეგ დისკვალიფიკაციას მომცემდნენ და ეს ამიტომაც დაგეგმეს, მაგრამ ჩემთვის ეს ადვილად წასაკითხი იყო და ირონიულად გავუღიმე.

ისე კი, მისი ცემა დიდი ხანია გეგმაში მაქვს. უბრალოდ, მას არ უნდა ჩემთან ჩხუბი. თავისი შემოსავლის 20%-იც კი გადამიხადა, რომ მასთან არ მეჩხუბა.

წესების მიხედვით, ვალდებულია მეჩხუბოს, თუმცა ერთი წელი უარზე იყო და რადგან ასეთი სიტუაცია შეიქმნა, დამრთეს ნება, რეგულარულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩხუბა. მე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვარ, მას კი არ მგონია, საერთოდ ჩემპიონი ერქვას.

- ავთანდილ ხურციძეს ბრიტანელმა მოკრივემ პრესკონფერენციაზე შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

- დღეს რომ გიწევდეს მასთან ბრძოლა, მზად ხარ, ქუთაისურად დაუბრახუნო?
- (იცინის) რა თქმა უნდა, მაგისთვის ბებერი მუშტი სულ მზად მაქვს და კაცურად დავუბრახუნებ.

- "ტორპედო"-"დინამოს" მატჩი შენ გახსენი და ქუთაისელი გულშემატკივარი ოვაციებით შეგხვდა...
- ზოგადად, ფეხბურთი არ მიყვარს და ფეხბურთის გულშემატკივრები რომ დამხვდნენ ასე, ძალიან მესიამოვნა. მთელი სტადიონი "ჩაქუჩას" გაიძახოდა და აბა, რანაირად არ მესიამოვნებოდა?! ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.

- როგორ გახსნა ავთანდილ ხურციძემ "ქართული კლასიკო" [VIDEO]

- "ჩაქუჩას" რატომ გეძახიან?

- ერთხელ ბავშვობაში ჩხუბი მომივიდა. ერთს ძლიერად რომ მოვარტყი, მეორემ თქვა - რა ეკავა, ჩაქუჩიო? ჰოდა, იმ დღიდან დამრჩა ეს მეტსახელი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა საიტს უდევს ამის ინტერვიუ და ექსლუზივი რა პონტშია?
ჯანგო
18:04 02-05-2017
0
რა პონტშია და მაგარი კაცია.ვენაცვალე გვასახელა და ასეთ ხალხს მოფერება დაფასება სჭირდება. ისე ჩემო ჩაქუჩა სტადიონზე ნუ მოხვალ...წავაგეთ.რა თქმა უნდა ხუმრობით.
shalva.Qutaiseli
11:35 03-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული