ენტონი ჯოშუას ტიტულს ართმევენ

AutoSharing Option
ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ (19-0, 19KO), შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი საჩემპიონო ქამარი დაკარგოს იქამდე, სანამ ვლადიმირ კლიჩკოსთან (64-5, 53KO) მატჩ-რევანშს გამართავს.

IBF-ის ოფიციალური პრეტენდენტის, ბულგარელი კუბრატ პულევის გუნდი წინააღმდეგია იმისა, რომ შემდეგი ბრძოლა ჯოშუამ კლიჩკოს წინააღმდეგ ჩაატაროს.

"ამ კვირას გაიმართება საერთაშორისო საკრივო ფედერაციის (IBF) კონფერენცია. ჩვენ IBF-ს გავუგზავნეთ სპეციალური მოთხოვნა - კლიჩკოსთან ბრძოლის განსაკუთრებულ უფლებაზე. ასეთივე სიტუაცია იყო WBA-სთან დაკავშირებითაც, მაგრამ მაშინ უფრო ნათელი სიტუაცია იყო. WBA-მ მოიწონა რევანში. არავინ იცის, რას გადაწყვეტს IBF.

გვინდა შემდეგი ბრძოლა კლიჩკოს წინააღმდეგ ჩავატაროთ და
როგორც მოკრივეთა ბანაკებიდან ვრცელდება ინფორმაციები, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა.

თუ ენტონი არ იჩხუბებს ვლადიმირთან, მაშინ პულევს შეხვდება, რომელიც ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას. მისი გუნდი ეწინააღმდეგება ჩვენს მოთხოვნას კლიჩკოსთან ბრძოლაზე", - განაცხადა ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული