"შესაძლოა, ხურციძე ნაკდაუნში რამდენჯერმე აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც შეუტევს და მოიგებს"

AutoSharing Option
ცნობილმა პრომოუთერმა ლუ დიბელამ, რომელიც ავთანდილ ხურციძის საქმეებს განაგებს, BoxingScene-სთან ინტერვიუში ქართველი პროფესიონალი მოკრივის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც 8 ივლისს, ლონდონში უნდა გაიმართოს.

ხურციძე ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

"ბილი ჯო ძალიან გამოცდილი მოკრივეა, მაგრამ არასდროს იცი, რას შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ხურციძეს, მას უფრო სწყურია მოგება, ვიდრე - სონდერსს. ის დაუნდობელია შეტევაში და ბრძოლის ნებისმიერ ეტაპზე სახიფათოა.

შესაძლოა, ხურციძე მეოთხე-მეხუთე რაუნდებში ნოკდაუნში რამდენჯერმე აღმოჩნდეს კიდეც, მაგრამ მაინც შეტევაზე იქნება დაგეშილი და ბრძოლას გამარჯვებამდე
მიიყვანს. ის საშიშია პირველიდან მეთორმეტე რაუნდის ჩათვლით", - ამბობს დიბელა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩაქუჩ დაურახუნე ერთი ჯიგრულად ჟანგიან ყბაში
ირაკლი
11:31 02-06-2017
0
უფალმა გაგაძლიეროს და კიდევ ერთხელ გაჩუქებინოს ქართველებისათვის სიამაყის და სიხარულის განცდა.ჩვენ შენით ვამაყობთ.

მერი
10:28 02-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული