კრივის ფედერაციაში არ ფლობენ ავთანდილ ხურციძის დაკავების შესახებ ინფორმაციას

AutoSharing Option
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა.

აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგულავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
8 ივლისს არის ამის და საუნდერსის ბრძოლა ლონდონში დაგეგმილი. სამწუხაროდ ავთანდილ ხურციძეს, მეტსახელად კიკბოქსიორი, წაუყენეს ბრალი ორი მუხლით მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, მას ბრალი წაუყენეს 1) რეკეტის დაგეგმისთვის, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 2) გამოძალვა ტელეფონის საშუალებით, 20 წლამდე. იმედია გაამართლებენ, მაგრამ ძვირი დაუჯდება მანჰეტენზე.
ლუკა
14:57 08-06-2017
0
დღეს არ უნდა ეჩხუბა ამას?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული