მერაბ დვალიშვილი ხურციძესა და მაყაშვილზე: პანიკას ნუ მიეცემით!

AutoSharing Option
ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი დაკავებულები არიან, მაგრამ ეს დიდი გაურკვევლობა და დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის აშშ-ში მყოფი მეგობარი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს.

დვალიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეგობრები ციხეს აუცილებლად დატოვებენ.

"ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ამ წუთში დაკავებულები არიან, მაგრამ ეს დიდი გაურკვევლობა და დიდი შეცდომაა. ცოტა ხანში გაირკვევა ყველაფერი და დაზუსტდება. ბიჭები გააგრძელებენ თავიანთ საქმეს და მოუტანენ წარმატებას საქართველოს.

პანიკას ნუ მიეცემით, არაფერი ცუდი არ მოხდება. ეს არის ძალიან დიდი
შეცდომა. შესაძლოა, ვიღაცებმა რამე დააშავეს, მაგრამ ეს ბიჭები არიან აბსოლუტურად სუფთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან დანაშაულთან", - აცხადებს დვალიშვილი.

- ავთანდილ ხურციძე: მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა
- "დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...
- იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. აღსანიშნავია, რომ ხურციძეს 8 ივლისს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაუპირისპირდეს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული