ათწლეულის ბრძოლა დანიშნულია

AutoSharing Option
კრივის მოყვარულებმა ძალიან მაგარი ამბავი შეიტყვეს. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრძოლა ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერსა და ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს შორის ამა წლის 26 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება. სხვადასხვა წყაროს გარდა, ეს ინფორმაცია მეივეზერმა საკუთარ Instagram-ზე დაადასტურა.

"ეს ოფიციალურია", - დაწერა მეივეზერმა და იქვე დაურთო მომავალი ბრძოლის პოსტერი.

მეივეზერი პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მოკრივეა - მას 49 შეხვედრაში 49 მოგება აქვს. კონორ მაკგრეგორი კი შერეულ ორთაბრძოლებში გამოდის. მათი მომავალი ორთაბრძოლა კრივის წესებით გაიმართება - პირველ საშუალო წონაში, ანუ 69.8-კილოგრამამდე კატეგორიაში.

შეგახსენებთ, რომ
40 წლის მეივეზერს შეწყვეტილი აქვს პროფესიული კარიერა - ბოლოს ის რინგზე 2015 წლის სექტემბერში იყო, როცა ქულებით დაამარცხა ანდრე ბერტო.

28 წლის მაკგრეგორი UFC-ის ჩემპიონია. მან MMA-ის წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა და 21 მოიგო (18 ნოკაუტით).

გუშინვე გამოცხადდა, რომ თითოეული მებრძოლი ათწლეულის შეხვედრისთვის 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული