WBO-მ ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა

AutoSharing Option
WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) აშშ-ში დაკავებულ პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. დოკუმენტი WBO-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და რადგან გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს".

შეგახსენებთ, რომ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, მაგრამ ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით
გადაიდო.

ნიუ-იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღირსია
dldkdkkdkdkdkdkdkdkd
15:38 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული