მეორე თეთრკანიანი ისტორიაში

AutoSharing Option
თურქი სპრინტერი რამილ გულიევი ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეორე თეთრკანიანი მძლეოსანი, ვინც 100 მეტრზე 10 წამიდან გამოვიდა. გულიევმა Athletics Turkcell Super League-ის საერთაშორისო ტურნირზე "მოკლე სპრინტი" 9.97 წამში გაირბინა.

პირველი თეთრკანიანი, რომელმაც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, ფრანგი კრისტოფ ლემეტრი იყო. 2010 წელს, მან დისტანცია 9.98 წამში დაფარა, ერთი წლის შემდეგ კი პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 9.92 წამი.

27 წლის გულიევი აზერბაიჯანული წარმოშობის თურქი მძლეოსანია. მან მოქალაქეობა 2011 წელს შეიცვალა.

სულ რბენის ისტორიაში 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ
დროში ასზე მეტა სპორტსმენმა დაფარა. მსოფლიოს რეკორდის მფლობელია იამაიკელი უსაინ ბოლტი, რომელმაც მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე 9.58 წამი აჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული