ვლადიმირ კლიჩკო კრივიდან წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option

სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზე უკვე ფიქრობს, მაგრამ კრივში მიღწეული წარმატებებით დაკმაყოფილებასა და ამის ხარჯზე ცხოვრებას არ აპირებს.

"ჩემი ბოლო ბრძოლა არც ისე წარმატებული იყო. მე ამას მიჩვეული ვარ, საშიში არაფერი მომხდარა. ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გსურს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გაკვეთილი გაიზიარო და მიხვდე - რატომ მოხდა ასე.

41 წლის ასაკში ვფიქრობ იმაზე, როგორ ავაგო ჩემი კარიერა მომავალში. დიახ, უკვე ვფიქრობ სპორტულ პენსიაზე, მაგრამ ერთ ადგილას ჯდომასა და მხოლოდ მოგონებებით
ცხოვრებას არ ვაპირებ. მხოლოდ წინ!" - განაცხადა კლიჩკომ, რომელმაც მიმდინარე წლის 29 აპრილს, ამერიკელ ენტონი ჯოშუასთან IBF-ს, WBA-სა და IBO-ს ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა წააგო.

უკრაინელ მოკრივეს ზედიზედ 2 ბრძოლა აქვს წაგებული, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასრულების მომენტი გამოეპარა და იმიტომაც წააგო. აბა 41 წლის კაცს რა უნდა რინგზე, ყველას კი არ შეუძლია ფიზიკური მონაცემების შენარჩუნება ამ ასაკში. ეს ერთეულებს გამოსდით. მოიგე და წადი რა მოგებული
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული