მაკგრეგორს რამდენიმე მაღალი დონის სპარინგ-პარტნიორი ჰყავს აყვანილი. მათ შორისაა, ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პოლ მალინიაჯი. ამ უკანასკნელმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს მაკგრეგორის საკრივო შესაძლებლობების შესახებ.
"რვა რაუნდი კარგი სამუშაოა. ბევრს ვერ მოგიყვებით, მაგრამ მაკგრეგორი სულაც არ არ
მოგვიანებით, მალინიაჯიმ გარკვეული რჩევებიც მისცა მაკგრეგორს: "კონორს გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს. ვერ გახვალ ამ დონეზე, თუ ბუნებით არ ხარ გამარჯვებული. და ვფიქრობ, კონორი ამ ბრძოლაში თავის თავში დარწმუნებული იქნება. ის ყოველთვის იყო თავდაჯერებული. საკითხი იმაში მდგომარეობს, შეინარჩუნებს თუ არა ის ამ თავდაჯერებულობას იმ შემთხვევაში, თუ საქმე ისე არ წავა, როგორც მას სურს.
კონორი უნდა გრძნობდეს ამ დამაჯერებლობას, რადგან ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ბრძოლაში სირთულეები შეხვდება. მან თავიდან უნდა აიცილოს პანიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დიდი რაოდენობით შეცდომებამდე მიიყვანს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"