მაიკ ტაისონს მაკგრეგორის არ სჯერა

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს მაიკ ტაისონს მიაჩნია, რომ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს მინიმალური შანსიც არ გააჩნია მოკრივე ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

"რკინის მაიკის" სიტყვებით, ირლანდიელი ვერ შეძლებს MMA-ის ილეთების გამოყენებას და ამის გამო დამარცხდება.

შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლა კრივის წესებით 26 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება.

"კრივი გაანადგურებს მაკგრეგორს, - ამბობს ტაისონი bleacherreport.com-თან კომენტარში. - სიმართლე გითხრათ, მე იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, რომ მაკგრეგორი MMA-ის წესებით იჩხუბებდა, მეივეზერი - კრივის წესებით.

სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე საინტერესო: შეუძლია თუ არა მოკრივეს MMA-ის მებრძოლის დამარცხება?! ახლა
კი მაკგრეგორმა იდიოტურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. ის ნოკაუტში აღმოჩნდება, რადგან მის წინ იდგება ბიჭი, რომელიც ამას ბავშვობიდან აკეთებს. მაკგრეგორს არ შეეძლება ფეხების გამოყენება, ჩავლების შესრულება და ა. შ. ამიტომაც, მას მინიმალური შანსიც არ ექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული