"ჩემი დევიზი სპორტში მეტად მარტივია: "წარუმატებლობა და წაგება - ვარიანტი არ არის". იდეა გასაგებია: ყოველთვის მოგება მინდა. მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ წარუმატებლობა - კარგი გაკვეთილია. თავის კარიერაში ნებისმიერი აწყდება წარუმატებლობას. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, ის ან იტყუება ან სხვა პლანეტიდან არის. ჩემმა წარმატებებმა მაღლა ამწიეს, მაგრამ, სინამდვილეში, საკუთარ წაგებებზე
არ ვთვლი თავს უიღბლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლა წავაგე. არც ერთი ჩემს წაგებიდან არ მიმიღია მეტი, ვიდრე ბოლო მარცხიდან. საოცარია, რამდენიმე პატივისცემა და აღიარებ მომიტანა ამ ბრძოლამ.
ჩემსა და ჯოშუას შორის შეხვედრა ორგანიზებული იყო K2 Promotions-ისა და ჯოშუას პრომოუტერის ედი ჰირნის კომპანიის Matchroom-ის მიერ. ციფრების კომენტარს არ დავიწყებ. ეს, უბრალოდ, ბიზნესია და მეტი არაფერი. მაგრამ ფული არასოდეს ყოფილა ჩემი მთავარი მოტივაცია. უბრალოდ, მოგება მინდა. აი, ეს არის ჩემი მოტივაცია. ფული - მხოლოდ წარმატების დადასტურებაა. თუ ჯოშუასთან ჩხუბის გადაწყვეტილებას მივიღებ, ფული ნამდვილად არ იქნება ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი პუნქტი", - აღნიშნავს კლიჩკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"