ლენოქსმა ინტერვიუში უფროს კლიჩკოსთან 2003 წელს გამართული შეხვედრაც გაიხსენა.
კლიჩკო-ადამეკის ბრძოლაზე
"იმ ბრძოლაში ადამეკი ძალიან შემეცოდა, - ამბობს ლენოქსი - ის ვერ პასუხობდა ვიტალის. პოლონელის გუნდს შეეძლო ეკითხა ჩემთვის - რა არის საჭირო ასეთი დონის მოკრივის დასამარცხებლად. მზად ვიყავი დახმარების გასაწევად, რადგან ერთადერთი ვარ, ვისაც
სუპერმძიმე წონაზე
"ყველას სურვილია, რომ ამ წონით კატეგორიას ერთი ჩემპიონი ჰყავდეს. დღეისთვის ასეთი ორია. რადგან ისინი ძმები არიან, აბსოლუტური ჩემპიონის გამოვლენა არ მოხდება. ჩემი პირადი აზრი ასეთია - ვიტალი ვლადიმერზე უკეთესია, თანაც შესამჩნევად. ხომ ნახეთ, რა ძლიერ დარტყმებს ახორციელებდა ის ადამეკის წინააღმდეგ?! შეადარეთ ეს იმას, რასაც ვლადიმერი დევიდ ჰეისთან ბრძოლაში აკეთებდა. არც არაფერია შესადარებელი. ვიტალი დღემდე დაუფასებელი მოკრივეა. ის კარგი ღვინოსავითაა - წლებთან ერთად უკეთესი ხდება. მიყვარს მისი ბრძოლების ყურება.
რაც შეეხება ვლადიმერს, ის საკმაოდ დაძაბულია რინგზე. იმის გამო, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, წესით ჰეისთან ბრძოლაში საუკეთესო თვისებები უნდა გამოევლინა. მაგრამ საჭიროზე მეტის გაკეთება არ ისურვა. მას, ვისაც ძმები კლიჩკოების დამარცხება სურს, უფრო მეტი დარტყმა უნდა შეასრულოს და ამტანობის მხრივ უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული.
სუპერმძიმე წონაში მალე დადგება ახალი ეპოქა. თავიდან იყო მუჰამედ ალი და დანარჩენები. მოგვიანებით მაიკ ტაისონი ბატონობდა, შემდეგ ლენოქს ლუისი. ახლა ძმები კლიჩკოების ჯერია. მაგრამ უნდათ თუ არა მათ, მალე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება".
ვიტალი კლიჩკოზე
"2003 წელს კირკ ჯონსონთან ბრძოლა მქონდა დანიშნული, მაგრამ ჩვენს შეხვედრამდე 10 დღით ადრე ჯონსონი ვიტალი კლიჩკოთი შეიცვალა. მაშინ ტაისონისა და ჩემი შეხვედრიდან დაახლოებით ერთი წელი იყო გასული. მაიკმა ძალიან გამაწვალა, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში გაურბოდა ჩემთან ჩხუბს. საბოლოოდ, ჩვენი ბრძოლა მაინც შედგა და ერთი წელი დასვენება გადავწყვიტე. ჯონსონთან ჩხუბით მინდოდა კარიერის გაგრძელება. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვიტალიმ კირკს თანხა გადაუხადა, რომ მას უარი ეთქვა ჩემთან შეხვედრაზე.
ის დაპირდა ჯონსონს, რომ დაამარცხებდა ლენოქს ლუისს და შემდეგ ჩემპიონთან შეხვედრის შანსს მისცემდა. ახლა მიმაჩნია, რომ არ უნდა დავთანხმებულიყავი იმ ბრძოლას, რადგან მეტოქე ბრძოლამდე ათი დღით ადრე შეიცვალა. ვიტალი დღესაც დარწმუნებულია, რომ ის ბრძოლა არ წაუგია, მაგრამ თუ შენ გინდა საუკეთესო გახდე, ამისთვის საკმარისი ძალა უნდა გაგაჩნდეს, უნდა გაუძლო ძლიერ დარტყმებს და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანო. და კიდევ, შენი სახის კანი ასე იოლად არ უნდა დაზიანდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"