ვლადიმერ კლიჩკომ და დერეკ ჩისორამ იბიცას ღამის კლუბში იჩხუბეს

AutoSharing Option
უკრაინელმა და ბრიტანელმა მძიმეწონოსნებმა - ვლადიმერ კლიჩკომ და დერეკ ჩისორამ კურორტ იბიცას ერთ-ერთ ღამით კლუბში ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ამის შესახებ წერს ინგლისური გაზეთი "დეილი მირორი". ინციდენტის კონკრეტული თარიღის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

ჩისორას მწვრთნელმა დონ ჩარლზმა განაცხადა, რომ მოკრივეები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მწვრთნელს სხვა დეტალები არ გაუმხელია. გამოცემის ინფორმაციით, კლიჩკო და ჩისორა ღამის კლუბის დაცვის წევრებმა გააშველეს.

"დეილი მირორი" წერს, რომ ღამის კლუბში მომხდარმა კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი უკრაინელსა და ბრიტანელს შორის. მოკრივეებს ურთიერთობა 2012 წლის თებერვალში დაეძაბათ, როცა მათ შორის
საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩისორამ აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე სილა გააწნა უკრაინელს, უშუალოდ ბრძოლის წინ კი პირში წყალი ჩაიგუბა და სახეში შეაფურთხა კლიჩკოს. ბრძოლის შემდეგ ჩისორა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, კერძოდ, პრესკონფერენციაზე ეჩხუბა თანამემამულე დევიდ ჰეის და ამის გამო საკრივო ლიცენზია ჩამოერთვა.

ბრიტანელმა ეს ლიცენზია 2013 წლის მარტში დაიბრუნა და მას შემდეგ ორი ბრძოლა გამართა - დაამარცხა ნაკლებად ცნობილი არგენტინელი ექტორ ალფრედო ავილა და ამერიკელი მალიკ სკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოკვეთილი დერეკ ჩისორა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული