უკრაინელმა განაცხადა, რომ ის პროფესიონალი მოკრივეა და არასოდეს მისცემს თავს უფლებას მუშტები რინგის მიღმა გამოიყენოს. ჩემპიონის განცხადება კლიჩკოების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ვლადიმერი ამბობს, რომ შოკირებულია ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა. "არ მინდა კომენტარი გავუკეთო ჩისორას ფსიქოლოგიურ პრობლემებს", - განაცხადა კლიჩკომ, რომელსაც არ დაუზუსტებია - შეხვდა თუ არა ბრიტანელ მოკრივეს ღამის კლუბში.
შეგახსენებთ, რომ
* * *
ცნობილია, რომ ვლადიმერ კლიჩკო სამი ვერსიით არის ჩემპიონი და ერთ-ერთია კრივის საერთაშორისო ფედერაცია (IBF). გუშინ, ამ ორგანიზაციამ დასტური მისცა ბრძოლას ბულგარელ მძიმეწონოსან კურბატ პულევსა და ამერიკელ ტონი ტომპსონს შორის. ეს შეხვედრა 24 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ შვერინში უნდა გაიმართოს, ხოლო გამარჯვებული IBF-ის საჩემპიონო ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტი გახდება და ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრის უფლებას მოიპოვებს.
32 წლის პულევი IBF-ის რეიტინგის პირველი ნომერია და აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი პოლონელ ტომაშ ადამეკთან უნდა გაეთამაშებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბრძოლაზე უარი განაცხადა. შემდეგ იყო ბრიტანელი ტაისონ ფიურის ვარიანტი, მაგრამ მანაც უარი თქვა ბულგარელთან ჩხუბზე, რადგან ფინანსურად უფრო სარფიან ბრძოლას დათანხმდა თანამემამულე დევიდ ჰეისთან (ეს ბრძოლა სექტემბერში გაიმართება).
საბოლოოდ, ბულგარელის მეტოქე გახდა 41 წლის ტომპსონი, რომელიც ITF-ის რეიტინგში მეოთხე ნომერი გახლავთ. პულევსა და ტომპსონს შორის გამარჯვებულს უფლება ექნება შეხვდეს ვლადიმერ კლიჩკოს ან რუს ალექსანდრ პოვეტკინს. ისინი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან და თუ რუსი გაიმარჯვებს, ის უკრაინელს სამივე ტიტულს წაართმევს.
ტომპსონმა პროფესიულ რინგზე 41 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 38 მოიგო (25 - ნოკაუტით) და სამჯერ დამარცხდა. სხვათა შორის, ამერიკელი უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული კლიჩკოს.
რაც შეეხება პულევს, მან პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლა მოიგო და ყველაში გამარჯვება მოიპოვა (9 - ნოკაუტით).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ და დერეკ ჩისორამ იბიცას ღამის კლუბში იჩხუბეს