შეგახსენებთ, რომ ამერიკელსა და მექსიკელს შორის საჩემპიონო ბრძოლა 14 სექტემბერს გაიმართება. მოკრივეები პირველ საშუალო წონაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ 36 წლის მეივეზერსა და 23 წლის ალვარესს დამარცხება არ აქვთ პროფესიულ კრივში.
რაც შეეხება WBC-ის მიერ დაწესებულ ქამარს, ის მექსიკაშია დამზადებული. ამისთვის გამოიყენეს იტალიური ტყავი, რომლითაც "ფერარის" ავტომობილებია გაწყობილი და ორი კილოგრამი ოქრო. ქამარზე გამოსახულია ორივე მოკრივის სახე და მექსიკისა და აშშ-ის დროშები.
ასევე გაირკვა, რომ მომავალი ორთაბრძოლა მეივეზერს 41.5 მილიონ დოლარს მოუტანს, რაც კრივის ისტორიაში ყველაზე მაღალი ჰონორარია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ევანდერ ჰოლიფილდს, რომლის შემოსავალმა 1997 წელს, მაიკ ტაისონთან ბრძოლაში 33 მილიონი დოლარი შეადგინა.
საულ ალვარესის ჰონორარი 12.5 მილიონ დოლარი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
WBC-ის საჩემპიონო ქამარი 2 კგ ოქროსგან დამზადდა