კლიჩკომ ზედიზედ მეთვრამეტედ დაიცვა ტიტული. როგორც მოსალოდნელი იყო, მან არ მისცა მეტოქეს თავისი ძლიერი მხარეების გამოყენების საშუალება - ეს იყო ახალგაზრდა ასაკი და ხელების სიგრძე.
კლიჩკოს არ დაუწყია მოვლენათა ფორსირება და სრულიად კმაყოფილი იყო იმ უპირატესობით, რომელიც ბრძოლის დასაწყისში მოიპოვა. ჯენინგსი აშკარად უფრთხოდა უსიამოვნებებს საწყის რაუნდებში, ამიტომაც დისტანციაზე ბრძოლას
მაგრამ, დროთა განმავლობაში ბრაიანტს სითამამე ეწვია, თუმცა ამერიკელის აქტიურობას კლიჩკო კლინჩებით ახშობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სადღაც ბრძოლის შუაში ჯენინგსი სულაც არ ჰგავდა წასაგებად განწირულ პრეტენდეტს, თუმცა არც იმის უნარი გააჩნდა, რომ ბრძოლის მსვლელობაში გარდატეხა შეეტანა.
ეკვატორის გადალახვის შემდეგ ამერიკელის ანგარიშზე ერთი ან ორი რაუნდის ჩაწერა შეიძლებოდა. ჯენინგსმა საკუთარი აქტიურობის, დისციპლინისა და მეტოქის შეცდომების ხარჯზე შეძლო რამდენიმე კარგი დარტყმის განხორციელება, მაგრამ ჩემპიონმა ძირშივე მოსპო ბრძოლის სცენარის შეცვლის ნიშნები. სხვათა შორის კლინჩში ხშირად შესვლის გამო უმცროსი კლიჩკო მეათე რაუნდში რეფერიმ დააჯარიმა.
საბოლოოდ, მივიღეთ უკრაინელის დამსახურებული გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 116:111, 116:111 და 118:109.
ბრძოლის შემდეგ კლიჩკომ გამოაცხადა, რომ მისი მორიგი მეტოქე 206 სანტიმეტრი სიმაღლის ბრიტანელი ტაისონ ფიური იქნება.
"მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნდა ჩავატარო ბრძოლა ტიტულზე აუცილებელ პრეტენდეტთან. როგორც ჩანს, ეს იქნება ტაისონ ფიური", - განაცხადა კლიჩკომ.
მომავალი ბრძოლის თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. 26 წლის ბრიტანელმა პროფესიულ რინგზე 24 ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 18 ნოკაუტით. 39 წლის კლიჩკომ ანგარიშზე 67 ბრძოლაში 64 მოგება (53 - ნოკაუტით) და 3 წაგება მოდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"