"მას ისევ ძალიან უყვარს კრივი და ვფიქრობ, კარიერის ბოლომდე ორ ბრძოლას მაინც ჩაატარებს. რევანში ფლოდთან? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია", - განაცხადა მენის მწვრთნელმა ფრედი როუჩმა.
შეგახსენებთ, რომ პაკიაომ მეივეზერთან მსაჯების ერთსულოვანი
* * *
ამასობაში, კრივის მსოფლიოს ორგანიზაციამ (WBO) გადაწყვიტა ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვას ფლოიდ მეივეზერს, - წერს ESPN.ორგანიზაციის წესებით, მოკრივეს არ შეუძლია ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე საჩემპიონო ტიტულს სხვადასხვა წონით კატეგორიაში. საშუალო წონაში WBO-ის ტიტულის გარდა, მეივეზერი ასევე ფლობს მსოფლიოს საკრივო საბჭოსა (WBC) და მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) საჩემპიონო ქამრებს პირველ საშუალო წონაში (69.85 კგ).
WBO დღეიდან ოფიციალურად ჩამოართმევს ტიტულს მეივეზერს და მას მეორე ამერიკელ მოკრივეს ტიმოტი ბრედლის გადასცემს.
პაკიაოს დამარცხების შემდეგ, მეივეზერი გეგმავდა ყველა საჩემპიონო ტიტულზე უარის თქმას, მაგრამ გადაიფიქრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"