მენი პაკიაო აღარ დაბრუნდება?

AutoSharing Option
ფილიპინელი მენი პაკიაოს პრომოუტერს, ბობ არუმს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მისი კლიენტი გააგრძელებს სპორტულ კარიერას.

"პაკიაომ სხვანაირად უნდა შეხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. მას ამ დღეებში ვიზიტი უნდა ჰქონოდა ექიმთან, მაგრამ გააუქმა. ის არც ისე პროფესიულად იქცევა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მენის არ სურს რინგზე დაბრუნება", - განაცხადა არუმმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან წაგების შემდეგ მენი პაკიაომ მხრის ტრავმაზე დაიჩივლა, რომელმაც, მისი აზრით, არ მისცა ბრძოლის დროს მაქსიმუმის ჩვენების საშუალება.

პაკიაომ ამას წინათ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე აპირებს მკურნალობას და აღდგენას,
რის შემდეგაც დაგეგმილი აქვს პროფესიულ რინგზე დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული