ჩვენმა სპორტსმენებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს. ამ წარმატებით ქართველმა მოკრივეებმა გუნდური მერვე ადგილი დაიკავეს.
ოთხი ოქროთი ყველას რუსებმა აჯობეს, ორი ოქროთი და ერთი ბრინჯაოთი მეორე ადგილი ირლანდიელებს ერგოთ, ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით მესამე ადგილი ბრიტანელებს ხვდათ.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა იყოჩაღა. სტარტზე მან ალმოგ ბრიგა
75 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე. ჩვენებურმა ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან ტომას პივორუნი (ლიტვა), ანდრეი ბიკოვიჩი (სლოვენია), არმენ ჰოვიკიანი (სომხეთი) და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი წინსვლა პიოტრ ხამუკოვმა (რუსეთი) შეაჩერა. კვაჭატაძე მესამე ადგილზე გავიდა.
მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ), რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მანტას ვალავისიუჩს (ლიტვა) მოუგო, მეოთხედფინალში ჩვენებური წონის ლიდერ ფილიპ ჰრგოვიჩთან (ხორვატია) დამარცხდა. ხორვატი ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ ფლორიან შულცს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ჰრგოვიჩის წარმატებამ ბახტიძეს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გაუხსნა გზა - ექვსეულში მოხვდა და ჩვენი ორი მედალოსნის - კვაჭატაძისა და ერანოსიანის მსგავსად, შემოდგომით პლანეტის უძლიერეს მოკრივეებს რიოს 2016 წლის თამაშების საგზურისთვის დაუპირისპირდება.
ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე დანარჩენ წონებში, შეგახსენებთ, ქართველთაგან გელა აბაშიძემ (69), ნიკოლოზ სეხნიაშვილმა (81) და ლევან გულედანმა (91) პირველი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ, მიხეილ კაზანჯიანი (49) და ირაკლი დალაქიშვილი (64) კი პირველსავე წრეში დაემშვიდობნენ ჩემპიონატს.
კვარცხლბეკი
49 კგ
1. ვასილი ეგოროვი (რუსეთი), 2. ჰერვი ჰორნი (დიდი ბრიტანეთი), 3. ტინკო ბანაბაკოვი (ბულგარეთი), რუფატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი).
52 კგ
1. დანიელ პანევი (ბულგარეთი), 2. მუჰამედ ალი (დიდი ბრიტანეთი), 3. ნანდორ შოკა (უნგრეთი), ხოსე დე ლა ნიევე ლინარესი (ესპანეთი).
56 კგ
1. მაიკლ კონლანი (ირლანდია), 2. ქას აშფაქი (დიდი ბრიტანეთი), 3. ფრანჩესკო მაიეტა (იტალია), არამ ავაგიანი (სომხეთი).
60 კგ
1. ჯოზეფ კორდინა (დიდი ბრიტანეთი), 2. ოთარ ერანოსიანი (საქართველო), 3. ენრიკო ლაკრუსი (ჰოლანდია), ელიან დიმიტროვი (ბულგარეთი).
64 კგ
1. ვიტალი დუნაიცევი (რუსეთი), 2. პატ მაკკორმაკი (დიდი ბრიტანეთი), 3. უილიამ ვოლში (ირლანდია), ევალდას პეტრაუსკასი (ლიტვა).
69 კგ
1. ეიმანტას სტანიონისი (ლიტვა), 2. პაველ კაცრამინი (ბელორუსი), 3. იუბა სისოკო (ესპანეთი), იბრაჰიმ კლარენსი (შვედეთი).
75 კგ
1. პიოტრ ხამუკოვი (რუსეთი), 2. ტომაზ იაბლონსკი (პოლონეთი), 3. ზაალ კვაჭატაძე (საქართველო), სალვატორე კავალარო (იტალია).
81 კგ
1. ჯოზეფ ვერდი (ირლანდია), 2. პეტერ მულენბერგი (ჰოლანდია), 3. ჰროვიე სეპი (ხორვატია), ჯოშუა ბატსი (დიდი ბრიტანეთი).
91 კგ
1. ევგენი ტიშჩენკო (რუსეთი), 2. იგორ პაველ იაკუბოვსკი (პოლონეთი), 3. ვენკოვ პულევი (ბულგარეთი), ნიკოლაის გრისუნინსი (ლატვია).
+91 კგ
1. ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორვატია), 2. ფლორიან შულცი (გერმანია), 3. მიხაი ნისტორი (რუმინეთი), პეტარ ბელბეროვი (ბულგარეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"