საშუალო წონა საულ ალვარესისაა

AutoSharing Option
მექსიკელმა საულ ალვარესმა (46-1-1, 32KO) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა WBC-ის ვერსიით 72.6-კლოგრამამდე წონით კატეგორიაში. მან ქულებით დაამარცხა პუერტორიკოელი მიგელ კოტო (40-5, 33KO).

შეგახსენებთ, რომ კოტოს ბრძოლის წინ ჩამოართვეს ჩემპიონის ქამარი იმის გამო, რომ შესაბამისი თანხა არ შეიტანა ტიტულის დასაცავი ბრძოლის ჩასატარებლად. ამიტომაც, პუერტორიკოელის გამარჯვების შემთხვევაში, WBC-ის ტიტული ვაკანტური რჩებოდა.

მაყურებელი ამ ბრძოლაში ნოკაუტს ელოდა, მაგრამ მოკრივეებმა რინგზე 12 რაუნდი დაჰყვეს. ჩხუბის მეორე ნაწილში ახალგაზრდა ალვარესს უფრო მეტი ძალები შერჩა და ამან უპირატესობა მოუტანა. სამივე მსაჯმა აშკარა უპირატესობით გამარჯვება მექსიკელს მისცა
- 119:109, 118:110 და 117:111.

ალვარესი გახდა WBC-ის ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი. მან ამ ბრძოლისთვის 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, კოტომ - 15 მილიონი.

* * *
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმიერ კლიჩკომ სპარინგი გამართა თავის უფროს ძმასთან - ვიტალი კლიჩკოსთან. შეგახსენებთ, რომ უმცროსი კლიჩკო ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება.

ვიტალი კლიჩკო ბოლოს რინგზე 2012 წელს ავიდა, როცა გერმანელი მანუელ ჩარი დაამარცხა. 2013 წელს, მან WBC-ის ჩემპიონის რანგში დაასრულა კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული