ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, მწვრთნელები - თემურ ოჩიგავა, ზურაბ გუნია, ბექა ლობჟანიძე) 11 სპორტსმენის შემადგენლობით უკრაინაში, ქალაქ კრივოი როგში იმყოფებოდა ორკვირიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩვენმა სპორტსმენებმა იქვე საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზეს.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გელა აბაშიძემ დაიკავა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი - ოთარ ერანოსიანი (60 კგ) და ლევან გულედანი (91) მეორე ადგილებზე გავიდნენ.

ქართველი მოკრივეები თბილისში დღეიდან რიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის დასკვნით მზადებას დაიწყებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული