მენი პაკიაოს ფილიპინებზე მოტაცებას უპირებდნენ

AutoSharing Option
სახელგანთქმულ ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს მოტაცებას უპირებდნენ. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ბენიგნო აკინომ.

როგორც ირკვევა, დაჯგუფება "ალ საიაფი" გეგმავდა რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის გამოყენებას საკუთარი თანამებრძოლების გასანთავისუფლებლად.

"აბუ-საიაფის" ტერორისტებს უნდოდათ მენი პაკიაოს ან მისი ერთ-ერთი შვილის მოტაცება, აგრეთვე გეგმავდნენ ჩემი დისა და მისი ბავშვების გატაცებას ციხიდან საკუთარი თანამებრძოლების გამოსახსნელად", - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

მენი პაკიაომ კარიერაში ბოლო ბრძოლა 9 აპრილს ჩაატარა, როცა ქულებით დაამარცხა ამერიკელი ტიმოტი ბრედლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული