ოფიციალურად: რევანში დანიშნულია

AutoSharing Option
გრანდიოზული მატჩ-რევანში უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსა (64-4, 53KO) და ბრიტანელ ტაისონ ფიურის (25-0, 18KO) შორის 29 ოქტომბერს, "მანჩესტერ-არენაზე" გაიმართება.

ეს ინფორმაცია უკრაინელმა მოკრივემ "ფეისბუქში" თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა: "როგორც იქნა, რევანშის თარიღი გარკვეულია. ჩემს შეცდომას 29 ოქტომბერს, "მანჩესტერ-არენაზე" გამოვასწორებ. ყველას იქ გელოდებით!"

ეს ბრძოლა 9 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიურის ტრავმის გამო გადაიდო. ბილეთები, რომელიც მაშინდელი ბრძოლისთვის იყო შეძენილი, ძალაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ფიური სუპერმძიმე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია. მან ეს ტიტულები შარშან წაართვა კლიჩკოს, როცა ის დიუსელდორფში მსაჯების გადაწყვეტილებით
დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული