25 წლის ტოუელმა ბრძოლა ნახევარად საშუალო წონაში 29 სექტემბერს, გლაზგოში, დეილ ევანსის წინააღმდეგ ჩაატარა. The Sun-ის ცნობით, ტოუელი პირველსავე რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა, მეხუთეში კი - ნოკაუტში და ბრძოლა შეწყდა. მოკრივე, რომელსაც სერიოზული ტრავმები აღენიშნებოდა, რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო დრომდე ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე მაიკ ტოუელს პროფესიონალურ რინგზე 12 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 11 მოგებული ჰქონდა, ერთი კი