ბრძოლა 29 სექტემბერს, გლაზგოში გაიმართა. როგორც იტყობინებიან, ტოუელმა პირველ რაუნდში ნოკდაუნი მიიღო, მეხუთეში კი ნოკაუტში ჩავარდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლა მაშინვე შეწყდა. ტოუელი რინგიდან საკაცეთი გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შოტლანდიელი მოკრივის მენეჯერმა განაცხადა, რომ ტოუელმა ძლიერი ტრავმები მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატს შეუერთეს, მაგრამ სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მოკრივე პირველ ოქტომბერს
ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა პოლ ფლინმა კრივის წესების შეცვლა მოითხოვა.
"კრივში ერთადერთი მიზანია - მეტოქის უგონო მდგომარეობამდე მიყვანა. უბრალოდ, ვალდებულნი ვართ - შევცვალოთ ამ სახეობის წესები და ბოლოს და ბოლოს, მივხვდეთ, რომ თავი - სხეულის ყველაზე სუსტი ნაწილია. ჩვენი ამოცანაა - დავიცვათ სპორტსმენები და მინიმუმამდე დავიყვანოთ დარტყმების შედეგად თავის ტრავმები", - განაცხადა ფლინმა.
თავის მხრივ, ბრიტანეთისა და მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციებმა კრივის აკრძალვა მოითხოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"