კლიჩკო-ჯოშუა მაინც გაიმართება

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) დასტური მისცა ვლადიმირ კლიჩკოსა და ენტონი ჯოშუას ბრძოლას მძიმე წონით კატეგორიაში WBA-ის სუპერჩემპიონის ტიტულზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი უარს ამბობდა ჯოშუასთან ჩხუბზე იმ შემთხვევაში, თუ ასოციაცია არ გაათამაშებდა WBA-ის ტიტულს. ეს ორგანიზაცია დიდი ხანი არ თანხმდებოდა ამ წინადადებაზე, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ ასოციაციამ მოკრივეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

ასე რომ, ბრძოლაში, რომელიც, სავარაუდოდ, 4 მარტს ლონდონში გაიმართება, კლიჩკო შეეცდება დაიბურნოს ერთ-ერთი საჩემპიონო ქამარი, რომელიც ტაისონ ფიურისთან ბრძოლის შემდეგ დაკარგა, აგრეთვე მოიპოვოს IBF-ის ტიტული, რომელსაც ამ მომენტისთვის ჯოშუა
ფლობს.

თავდაპირველად, კლიჩკოსა და ჯოშუას ჩხუბი 10 დეკემბერს იგეგმებოდა, მაგრამ უკრაინელის ტრავმის გამო გადაიდო. სხვათა შორის, კლიჩკოსთან ბრძოლამდე, ჯოშუა IBF -ის ტიტულის კიდევ ერთ დაცვას ჩაატარებს. მისი მეტოქე იქნება ამერიკელი ენტონი მოლინა. ეს ბრძოლა 10 დეკემბერს, მანჩესტერში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული