დოპინგი: მინუს ერთი ვერცხლი რუსეთს

AutoSharing Option
რუს მოკრივეს მიშა ალოიანს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ. მიზეზი დოპინგის გამოყენებაა. ამის შესახებ დაიწერა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ვებგვერდზე.

"ალოიანი მხილებულია ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. 21 აგვისტოს აღებულმა დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა ტუამინოჰეპტანზე. მის მიერ, 52-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაჩვენები შედეგი გაუქმებულია, სპორტსმენი კი - დისკვალიფიცირებული", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

რუსი მოკრივე იმავე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაციის შეტანას აპირებს. "ჩვენ განვიხილავდით ასეთ ვარიანტს. იურისტი მზად იყო ამისთვის. გავაგრძელებთ ბრძოლას, არ ვაპირებთ ამ საქმის მიტოვებას", - აღნიშნა მოკრივის მწვრთნელმა ედუარდ
კრავცოვმა.

ალოიანი იმ სპორტსმენების რიცხვში მოხვდა, რომელთა მონაცემები სექტემბერში გამოაქვეყნა ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bear-მა. სიაში მოხვედრილი სპორტსმენებისგან განსხვავებით, რუსს არ ჰქონდა თერაპიული გამონაკლისი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე.

ალოიანმა 2016 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 52-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, როცა ფინალური ორთაბრძოლა დათმო უზბეკ შაჰობიდინ ზაიროვთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული