უსაინ ბოლტი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი აღარ არის

AutoSharing Option
ლეგენდარულ იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს ერთ ოლიმპიურ ოქროს მედალს ჩამოართმევენ. კერძოდ, ბოლტი და იამაიკის ნაკრები აღარ არის პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, რადგან იმ გუნდის ერთ-ერთი წევრი ნესტა კარტერი 2008 წლის თამაშებზე აკრძალულ პრეპარატს იღებდა.

"სამწუხარო ამბავია, მაგრამ თუ მე უნდა დავაბრუნო საკუთარი მედალი, არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა ბოლტმა გაზეთ The Guardian-თან კომენტარში ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ეს ამბავი ოფიციალურად გამოცხადდებოდა.

ასე რომ, ბოლტისა და კარტერის გარდა, ოქროს მედლები ჩამოერთმევათ ასაფა პაუელსა და მაიკლ ფრეიტერს. ამ გადაწყვეტილების
შემდეგ, უსაინი არა ცხრაგზის, არამედ, რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონად უნდა მოვიხსენიოთ.

* * *
გუშინვე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2008 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის ორი მედალი ჩამოართვა რუს მძლეოსანს ტატიანა ლებედევას. დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, მის ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი ტურინაბოლი, რომელიც ანაბოლური სტეროიდია.

პეკინის ოლიმპიადაზე ლებედევამ მეორე ადგილი დაიკავა სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული